www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის მენეჯერი
მომწოდებელი: IDS Borjomi
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სადისტრიბუციო კომპანია "შპს აიდიეს ბორჯომი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში, მართვის პროცესების სტანდარტების შემუშავება/დანერგვის უზრუნველყოფა;
** IDS ბორჯომის ჯგუფში მოქმედი ხარისხის მართვის, გარემოს დაცვითი და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, გათვალისწინებული მოთხოვნების გატარება, პროცედურების დაცვა და საჭიროებისამებრ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** დადგენილი პროცედურებისა და ინსტრუქციების შესაბამისად მონაცემების შეგროვება, ანალიზი და დადგენილი წესით ანგარიშგება;
** კომპანიაში შიდა პროცესების აღწერა/აუდიტი;
** ჰიგიენური და სანიტარული მდგომარეობის, ხარისხის კონტორლი, GMT მოთხოვნების უზრუნველყოფა ტერიტორიაზე და სტაანდარტული ოპერაციების მსვლელობისას;
** ფუნქციური და ადმინისტრაციული დაქვემდებარების ფარგლებში მენეჯმენტთან თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტებში და კომუნიკაცია;

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან მსგავსი მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მართვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა);
** MS საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Word,Excel,PowerPoint);
** აუცილებელია ქართული,რუსული და ინგლისური (სასურველია) ენების საუბრისა და წერის დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა, თანამშრომლებთან და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;
** სამუშაოს შესრულების სიზუსტე, სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ CV ელ ფოსტაზე tbidzinashvili@borjomi.com
2019 წლის 31 მარტამდე. ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება- "ხარისხის მენეჯერი".

შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru