www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკვირაო სკოლის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

"ევროპის აკადემიური ცენტრი " აცხადებს ვაკანსიას საკვირაო სკოლის მენეჯერის პოზიციაზე.

განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან სტუდენტი.

სამუშაოს აღწერა:

** საკვირაო სკოლაში სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწასა და განვითარებაზე ზრუნვა;
** საკვირაო სკოლაში სასწავლო პროცესის მონიტორინგი და მართვა;
** საკვირაო სკოლის მოსწავლეების ჯგუფებში გადანაწილება;
** მშობლებთან კომუნიკაცია;
** სხვადასხვა საინტერესო-შემეცნებითი ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება;
** საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული მასწავლებლების, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის მენეჯერების პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** სასწავლო პროცესში ხარისხის შემოწმების გამჭვირვალე მექანიზმის დანერგვა;
** ხარისხის გარე და შიდა შემოწმების გამჭვირვალე მექანიზმების შექმნა/დანერგვა/სრულყოფა;
** აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების კანონმდებლობის მოთხოვნებთან და დარგობრივ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა;
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასება, მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება.
** ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის, ხოლო არსებულის დახვეწა/მოდიფიცირების შემთხვევაში შესაბამისი მონაწილეობის მიღება.

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** წერითი კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო საათები: მხოლოდ შაბათი და კვირა 10:00-17:00 სთ.

ენების ცოდნა:

** ქართული.
** რუსული.
** ინგლისური.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ქართულ ენაზე მისამართზე: info@pdcgeo.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru