www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა - სასტუმროს საქმის მენეჯმენტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 8 აპრილი

"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" გთავაზობთ სასერტიფიკატო პროგრამას: "სასტუმროს საქმის მენეჯმენტი".

პროგრამის მიზანია მსმენელებს მისცეს სასტუმროს მართვისა და ოპერირებისათვის საჭირო სპეციფიური ცოდნა და შესძინოს ამ მიმართულებით საჭირო უნარ-ჩვევები. პროგრამის მსველობისას განხილული იქნება სასტუმროს მუშაობის სპეციფიკა ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით.

პროგრამის შესწავლის შედეგად მსმენელები შეძლებენ განავითარონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რათა უკეთ შეძლონ სამუშაოს დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება, პრობლემების გადაჭრა და დასახული ამოცანების შესრულება.

პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან:

მოდული #1. სასტუმროს მიღება-განთავსების და დაჯავშნის ოპერირება

ტრენერი: დავით ჭავჭანიძე - მიღება-განთავსების და დასუფთავების დეპარტამენტების მენეჯერი, სასტუმრო "თბილისი მერიოტი"
ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

მოდული #2 დასუფთავების სამსახური (Housekeeping)

სასტუმროში დასუფთავების დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები. დასუფთავების სამსახურის ოპერირების პროცესი.
ტრენერი: ოქსანა ხოდინ - დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია" (ქ. თბილისი)
ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)

მოდული #3. ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი კურსი;
ფინალური გასვლითი ლექცია სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში, პროექტის წარდგენა და კურსის შეჯამება;

ტრენერი: ხათუნა ტუღუში - HR დირექტორის მოადგილე, "აჭარა ჯგუფი" (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)
ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

მოდული #4. "ქართული ბრენდის სასტუმროს,განვითარების პერსპექტივა"

გაყიდვები მასპინძლობის ინდუსტრიაში
ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

მოდული #5. გაყიდვების მენეჯმენტი

ტრენერი: ქეთევან ალიმბარაშვილი
ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

მოდული #6. ღონისძიებათა მენეჯმენტი

დამკვეთის მოთხოვნის გაანალიზება, ღონისძიების დაგეგმვა, ბიუჯეტის და შეთავაზების გაკეთება, ღონისძიების საოპერაციო ნაწილის მართვა.
ტრენერი: ნინო პატარიძე - ღონისძიებების მენეჯერი, "აჭარა ჯგუფი" ("ჰოლიდეი ინნ თბილისი", "რუმს ყაზბეგი", "რუმს თბილისი", "ფაბრიკა ჰოსტელი")
ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

მოდული #7. სასტუმროს უსაფრთხოება

ტრენერი: გიორგი წნორიაშვილი უსაფრთხოების დაცვის უფროსი, სასტუმრო "თბილისი მერიოტი"
ხანგრძლივობა: 6 საათი (1 შეხვედრა)

მოდული #8. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი

ტრენერი: ბექა ძნელაძე შესყიდვების მენეჯერი, სასტუმრო "სტამბა"
ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

მოდული #9 "რატომ არის კორპორატიული კლიენტი ყველაზე ღირებული სასტუმროსთვის"

ტრენერი: ვიქტორია შარია: 998-2004 ჰაიდელბერგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანისტიკის და სოციალური პედაგოგიკის მაგისტრი. 2006 - დღემდე პროფესიული გამოცდილება მარკეტინგში (SilkRoadGroup,TourismNatioanlBoard) და გაყიდვებში (Redix, TiflisWineCellar); 2012-2018 საქართველოში MICE ინდუსტრიის ერთ ერთი წამყვანი ტოპ მენეჯერი.

ხანგრძლივობა: 3 საათი (1 შეხვედრა)

განრიგი:

ხანგრძლივობა: 2,5 თვე
დაწყების თარიღი: 8 აპრილი
ტრენინგის დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ჩატარების დრო: 19:00-22:00 სთ

კურსის საფასური და რეგისტრაცია:
ღირებულება: 1,450 ლარი
"კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru