www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საზაფხულო სკოლა ლონდონში
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

საზაფხულო სკოლა მოზარდებისთვის ლონდონში, დიდ ბრიტანეთში!

"ევროპის აკადემიური ცენტრი" გიწვევთ ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ საწყისი ეტაპიდან შეისწავლონ ან გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, გაეცნონ ბრიტანეთის ისტორიას, კულტურას და ცხოვრებას, შეიძინონ მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მიღონ საერთაშორისო სერთიფიკატი.

საზაფხულო სკოლა შექმნილია სპეციალურად 10-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის. პროგრამა მთლიანად მორგებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის სტანდარტებს.

იგი მოიცავს:

** ინგლისური ენის 15 გაკვეთილს კვირაში;
** მულტიკულტურულ პროგრამას;
** სოციალურ-კულტურულ აქტივობებს;
** ექსკურსიებს;
** 24-საათიან მეთვალყურეობას.

გაკვეთილებს უძღვებიან კემბრიჯის უნივერსიტეტის CELTA სერტიფიცირებული ტრენერები.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გატარებული პერიოდი ძალიან პროდუქტიულია ბავშვებისთვის. ინგლისური ენის დონის ამაღლებასთან ერთად, მონაწილეები ერთვებიან საკმაოდ ბევრ სპორტულ თუ სოციალურ აქტივობაში. დადიან ექსკურსიებზე, მუზეუმებში, ათვალიერებენ ქალაქებს, არიან ჩართული სპორტულ აქტივობებში, რაც ენის გაუმჯობესებასთან ერთად საკმაოდ ბევრ საინტერესო უნარ-ჩვევას უვითარებს ბავშვებს. მაგალითად, აჩვევს დამოუკიდებლობას, კომუნიკაბელურობას და აძლევს ზოგადი განთლების მიღების ძალიან კარგ შესაძლებლობას.

მონაწილეობა შეუძლიათ 10-დან 17 წლამდე მოზარდებს

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 კვირა
პერიოდი: 2019 წლის ივლისი-აგვისტო
პროგრამის ღირებულება: 1500 ფუნტის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

ღირებულებაში შედის:

** მოწვევა
** ვიზის აპლიკაციის შევსება/დაზღვევა
** თვითმფრინავის ბილეთი ორივე გზა.
** პროგრამით გათვალისწინებული ინგლისური ენის გაკვეთილები (15 გაკვეთილი კვირაში)
** სრული მონიტორინგი კვალიფიციური კადრების მიერ
** ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლება
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა/კვება
** სასწავლო მასალების, პორტფოლიოს და სერთიფიკატების გადაცემა
** სპორტული ინვენტარის გამოყენება.

ექსკურსიები და სოციალური აქტოვობები:

** ღირებულებაში არ შედის სავიზო მოსაკრებელი
** აეროპორტის ტრანსფერი (დამოკიდებულია აეროპორტზე - საშუალოდ 100 ფუნტი)
მონაწილეობისათვის, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/TxaUX3

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით:

"ევროპის აკადემიური ცენტრი"
თბილისი, კოსტავას 67 (სართული 2)
ტელ. (+995 32) 2 147270, 574 334 777
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru