www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: GoodWeb
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

კომპანია "GOODWEB" არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა და შექმნილია ტექნოლოგიის სფეროში წარმატებით მოღვაწე 10 წლის გამოცდილების მქონე გუნდის მიერ.

"GoodWeb"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

რატომ ჩვენი გაყიდვების გუნდი?

** ჩვენ გთავაზობთ საინტერესო, მრავალფეროვან სამსახურს, სადაც წარმატებისთვის სამუშაო გამოცდილებაზე მნიშვნელოვანია კანდიდატის მზაობა ზრდისა და განვითარებისთვის და მიზანზე ორიენტაცია
** ხელმძღვანელების მხრიდან ხდება მუდმივი უკუკავშირი, მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
** გაძლევთ შესაძლებლობას გამოიმუშავოთ ის აუცილებელი უნარები, რომლებიც კარიერულ ზრდაში ყოველთვის დაგეხმარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** ემოციების კონტროლის შესაძლებლობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ტექნოლოგიური პროდუქტების შესწავლა
** ტექნოლოგიურ ბაზარზე მიმდინარე პროცესების ანალიზი
** კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებელთან, მათზე მორგებული ტექნოლოგიური პროდუქტის გაცნობა და შეთავაზება.
** დაინტერესებულ მომხმარებელთან შეხვედრების და მოლაპარაკების წარმოება
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების რეალიზაცია;

სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00; ორშაბათი-პარასკევი
შრომის ანაზღაურება: კომპანიაში არსებული საბონუსე სქემის მიხედვით

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@goodweb.ge 2019 წლის 5 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru