www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

სასტუმრო "ლოპოტა სპა რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე სოფ. ნაფარეულში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტანდარტიზებული რეცეპტების მიხედვით საკონდიტრო პროდუქტების, დესერტებისა და ფუნთუშეულის მომზადება - ცხობა, გაფორმება;
** აღმასრულებელი შეფ-მზარეულისა და შეფ-კონდიტერისთვის დახმარების გაწევა სხვადასხვა კერძების მომზადებისა და გაფორმების დროს;
** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის გამართული ფუნქციონირების მონიტორინგი;
** შეკვეთის დროულად დამზადება;
** მარაგების და ვადების კონტროლი;
** ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** ჩამოწერილი პროდუქციის აღრიცხვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;

ჩვენ გპირდებით:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** კვებით, საცხოვრებლით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მეილზე: vacancy@lopota.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru