www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი, მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: პეპელა 2
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

შპს "პეპელა - 2" სამშენებლო მასალების (შპალერი და ლამინატი) მაღაზია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტების და მაღაზიის მენეჯერის პოზიციებზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, პუშკინის 37

კონსულტანტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის პრეზენტაცია;
** კონსულტაცია პროდუქციის მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** სასურველია კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

მაღაზიის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
** პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** კონსულტანტებისა და მოლარეების მართვა;
** ახალი პროდუქციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: l.toria@globalcompany.ge და გთხოვთ, მეილში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru