www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: მკითხველი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

კომპანია "მკითხველი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ან მომიჯნავე სფეროში)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook) და ახალი პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება; კომუნიკაბელურობა; ენერგიულობა; გუნდური მუშაობის უნარი; მოტივაციის მაღალი დონე; დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ქოლ-ცენტრის მენეჯერის ფუნქციები:

** ქოლ-ცენტრის სამუშაო პროცესის მართვა; ოპერატორების ზედამხედველობა; ბაზის ადმინისტრირება;
** მომხმარებლებისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
** ქოლ-ცენტრის გამართული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერის განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის განრიგი (10:00-18:00; 15:00-22:00, კვირაში 6 დღე)
** შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  "ქოლ-ცენტრის მენეჯერი".

მისამართი: ქ. თბილისი, სტანისლავსკის 5.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru