www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე ქ. თბილისში.

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, El pozo და სხვა.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, გაგრის 2.
სამუშაო განაკვეთი: სრული (სამუშაო დღე იწყება 08:30 საათზე)

ძირითადი ვალდებულებები:

** კომპანიის სალარო აპარატების კონტროლი;
** სალაროს ზეტ ანგარიშების გატარება პროგრამულად და კონტროლი;
** დისტრიბუციის თანამშრომლების მიერ თანხების შეტანის კონტროლი;
** ვადაგასული საქონლის ჩამოწერა;
** რეალიზაციის ოპერაციის შესრულება პროგრამაში.

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა apex-ის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru