www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურსი - რეგიონული განვითარების პოლიტიკის საფუძვლები
მომწოდებელი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
თანდართული ფაილი: 08628_ctc_syl_5243618.zip
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

"კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს სასერთიფიკაციო ონლაინ კურსზე: რეგიონული განვითარების პოლიტიკის საფუძვლები. ონლაინ კურსი არის თვითადმინისტრირებადი პროგრამა, რომელიც მოიცავს 10 ვიდეო ლექციას, სპეციალურად კურსისთვის შექმნილ საკითხავ მასალასა და მდიდარ დამატებით ლიტერატურას.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონული განვითარების პოლიტიკის ისტორიული, თეორიული და პრაქტიკული ასპექტები; ევროკავშირის კოჰეზიის (გათანაბრების) პოლიტიკა, რეგიონული განვითარების მარეგულირებელი საერთაშორისო შეთანხმებები, რეგიონული განვითარების პოლიტიკის მართვის პროცესში მონაწილე ინსტიტუტები და მათი დაფინანსების მექანიზმები; ყურადღება გამახვილებულია საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და მექანიზმების, რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში ინტერსექტორული თანამშრომლობის საკითხებზე. (იხ. კურსის სილაბუსი)

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ექნებათ:

** ცოდნა რეგიონული პოლიტიკის თეორიული მიდგომების, პრაქტიკული ინსტიტუტებისა და ინსტრუმენტების შესახებ;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

სასწავლო კურსის შესახებ, მოკლე ვიდეოს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=px4qA8FS5No

ონლაინ სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ რეგისტრირებული, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ შერჩეული მომხარებლებისთვის 15/04/2019 -დან 24/05/2019-მდე.

ონლაინ კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი, 2019წ.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს https://ctconline.ge.

მონაწილეობა უფასოა!

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში: +995 32 220 67 74; +995 32 220 67 75, +995 598 39 88 81 ან მოგვწერეთ: Salome.sichinava@ctc.org.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru