www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მენეჯერი
მომწოდებელი: YOYOSO
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

"YOYOSO" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის  პოზიციაზე.

"YOYOSO" - კორეული ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და ამჟამად ათასზე მეტი  სავაჭრო ობიექტით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში "YOYOSO"-ს პირველი ფილიალი 2018 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა.

"YOYOSO"  ქართველ მოხმარებელს 2000-მდე დასახელების პროდუქციას სთავაზობს, რომელიც ძირითადად  სავაჭრო პროდუქციის რვა კატეგორიას ეფუძნება, რაც მოიცავს: კოსმეტიკას, სახლისა თუ ელექტრო მოწყობილობების აქსესუარებს, საკანცელარიო ნივთებს, ყოველდღიურ მოდურ აქსესუარებსა და სეზონურ საჩუქრებს.

მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** ადამიანური რესურსების მართვაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია APEX სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომელთა რეკრუტინგის სრული პროცესის მართვა;
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება;
** სახელფასო და საბიუჯეტო მონაცემების დამუშავება-კონტროლი;
** შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმის დოკუმენტების მართვა;
** ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზის წარმოება, ცვლილებების გაფორმება, სადაზღვეო კომპანიასთან ურთიერთობა და ყოველთვიური შედარება;
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგების დაგეგმვა/ორგანიზება;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული ცვლილებების მართვა-კონტროლი;
** თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
** საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით და რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან, ელ-მისამართზე: hr@yoyoso.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"YOYOSO"  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru