www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზ. კურსი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული პროგრამა შემუშავებულია "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის მოთხოვნების შესაბამისად და აკრედიტებულია საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს და სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სპეციალისტის ხარისხს მოიპოვებენ.

პროგრამის მიზანი - "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება; საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა - პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.

სწავლის შედეგები - მსმენელს პროგრამის დასრულებისას:

** აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;
** იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
** შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;
** შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

პროგრამის ტრენერები: შოთა ნიჟარაძე, ვიქტორ რუსეცკი, ოთარ ქარჩავა, გიორგი ლეიმანი, ლევან ანჩაბაძე, ალექსი ჭიჭინაძე.

თემატიკა

** შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში
** ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში
** საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით
** სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა - აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება
** პროფესიული დაავადებები - პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი
** ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება
** სიმაღლეზე მუშაობა
** ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები
** შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფქისოსოციალური ფაქტორები
** ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები
** პირველადი სამედიცინო დახმარება
** დახურულ სივცეში მუშაობის უსაფრთხოება
** ენერგიის წყაროს დაცვა
** ამწის და ამწე მექანიზმების უსაფრთხოება
** ფიზიკური შრომა
** შრომის უსაფრთხოება გეოლოგიური სამუშაოების დროს
** გარემოს დაცვა

განრიგი

** ტრენინგის დასაწყისი: 15 აპრილი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: ოთვენახევარი (133 სთ.)
** ჩატარების დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი (დამატებით ყოველი მე-2 კვირის შაბათი)
** ჩატარების დრო: 19:00-დან 22:00 სთ.-მდე (შაბათს 13:00 - 16:00)

საფასური და რეგისტრაცია

ტრენინგის ღირებულება: 1550 ლარი
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე 5 კალენდარული დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru