www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

"ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: შეთანხმებით
ვაკანტური ადგილი: 1

სამუშაოს ზოგადი აღწერა:  პროექტების გენერალური მენეჯერის მოვალეობაში შედის ახალი პროექტების ინიცირება, ამ პროექტების განსახორციელებლად საჭირო ფინანსების მოძიება, პროექტის დაწერა და განხორციელების მონიტორინგი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** პროექტების ინიცირება, დაგეგმვა, სახსრების მოძიება, წერა, მართვა, კოორდინაცია, კონტროლი;
** პროექტების მენეჯერების საქმიანობის კონტროლი;
** ფონდების მოძიებაში ჩართულობა და/ან ფონდების მომძიებლის მხარდაჭრა პროექტების წერასა და დონორებთან ურთიერთობაში;
** დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა; პროექტების მიმდინარეობის, თანხების ათვისების მონიტორინგი;
** პროექტების მენეჯერების მიერ დონორებისათვის მომზადებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების დამტკიცება;
** პროექტის მართვის და მონიტორინგის პროცესში მოსალოდნელ საფრთხეებზე დროულად რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, პრობლემის აღმოფხვრის ან ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი მექანიზმის მენეჯმენტისთვის წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
** პრაქტიკული გამოცდილება ფანდრაიზინგის მიმართულებით.
** პროექტების მართვის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე.
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** ენები: ქართული, ინგლისური
** გამოცდილება: 2 წელი

სასურველი მოთხოვნებია:

** სპეციფიკური განათლება - PMP-ის კვალიფიკაცია
** უმაღლესი განათლების სისტემაში საქმიანობის გამოცდილება.

განაცხადის შემოტანის პროცესი:

აპლიკანტებმა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ  31 მარტის ჩათვლით - შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@apu.ge და ელფოსტის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.

** რეზიუმე (СV);
** სამოტივაციო წერილი;
** ინფორმაცია ერთი რეკომენდატორის შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადებების გადარჩევა
** გასაუბრება

გასაუბრების ეტაპზე აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს საგრანტო პროექტის დიზაინი და წინადადებები ასოციაციის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ერთ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru