www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ფიტნეს გრუპი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

"ჯორჯიან ფიტნეს გრუპი", რომელმაც 2017 წლის ნოემბერში საერთაშორისო ბრენდის World Class-ის პირველი ფიტნესკლუბი გახსნა თბილისში, მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"World Class" არის ფიტნესის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ოპერატორი, რომელიც 1983 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, ფლობს 100-მდე ფიტნეს კლუბს და მუდმივად ფართოვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიის რეგიონში.

ფუნქცია/ მოვალეობები:

** შეხვედრა კლუბში მოსულ პოტენციურ კლიენტებთან;
** პოტენციური კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა;
** პოტენციური კლიენტებისათვის კლუბის პრეზენტირება;
** მომხმარებლის დაინტერესება კლუბის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
** მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება;
** კლიენტების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება;
** გაყიდვების პირადი გეგმის შესრულება;
** საჭირო დოკუმენტბრუნვის წარმოება და რეპორტინგი დადგენილი წესის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ Intermediate);
** რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონზე ცოდნა (MS Office).

უნარები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრეზენტირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას, დამატებით ბენეფიტებს.

თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე esturua@worldclass.ge არაუგვიანეს 2019 წლის 5 აპრილისა და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ "ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru