www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - შესყიდვების კატეგორიების მართვა
მომწოდებელი: Siegel HR Georgia
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

შვეიცარული კომპანია "Siegel Human Resource International"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში წარმოგიდგენთ "Procurement Excellence Academy"-ის შესყიდვების კატეგორიების მართვის ტრენინგს. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გაიღრმაოთ ცოდნა და აიმაღლოთ თქვენი კვალიფიკაცია შესყიდვების მიმართულებით. ტრენინგის პროგრამა აგებულია მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

კურსის მიზანი:

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას შესყიდვების კატეგორიების მართვის შესახებ. შეძლებენ განსაზღვრონ შიდა კლიენტების საჭიროებები და დაყონ არსებული ხარჯები კატეგორიების მიხედვით. დაეუფლებიან ანალიზის ჩატარებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს და ისწავლიან მათ ეფექტურ გამოყენებას. შეისწავლიან თუ როგორ უნდა განსაზღვრონ და მართონ საბაზრო რისკები. კურსის დასასრულს კი შეძლებენ შეიმუშაონ ერთიანი სტრატეგია თითოეული კატეგორიისთვის.

ტრენინგის შინაარსი:

** შესყიდვების კატეგორიების მართვის განმარტება და მისი ძირითადი ამოცანები;
** როგორ განსაზღვროთ საჭიროებები და შევიმუშაოთ სპეციფიკაცია შიდა კლიენტებთან ერთად;
** ხარჯების ანალიზის ჩატარება ისტორიულ მონაცემებზე და სამომავლო გეგმებზე დაყრდნობით;
** ბაზრის და რისკების ანალიზის ჩატარება;
** კატეგორიებისთვის რიცხობრივი და ხარისხობრივი მიზნების განსაზღვრა;
** შესყიდვების თითოეული კატეგორიისთვის სტრატეგიის შემუშავება;
** მომწოდებლების ანალიზი, შერჩევა და მართვა.

ტრენინგი განკუთვნილია:

საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის შესყიდვების სფეროში, შესყიდვების განყოფილების როგორც მოქმედი ასევე დამწყები თანამშრომლებისთვის, მათ შორის: შესყიდვების ოფიცრები, სტრატეგიული შემსყიდველები, შესყიდვების კატეგორიების მენეჯერები.

ფორმატი:

** ტრენინგის ენა: ქართული
** ტრენინგის თარიღები: 23, 25 აპრილი, 30, 3 მაისი 2019 წ. (19:00-21:30სთ)
** ტრენინგის ღირებულება: 590 ლარი.

ფასდაკლება:

** 2 ან მეტი მსმენელის დასწრების შემთხვევაში თითოეული მონაწილე ისარგებლებს 10%-იანი ფასდაკლებით.
** მსმენელები, რომლებიც დარეგისტრირდებიან და უზრუნველყოფენ ტრენინგის საფასურის სრულად გადახდას 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით, ისარგებლებენ 15%-იანი ფასდაკლებით.
** გთხოვთ, გაითვალისწინეთ: ორივე ფასდაკლების პირობა ერთდროულად არ ვრცელდება.

კურსის ტრენერი:

თამარ ახსიაშვილი - შესყიდვების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, შესყიდვების კონსულტანტი, ბიზნეს ტრენერი და "Siegel HR"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და კავკასიის რეგიონში. ტრენერის გამოცდილებას ასევე დეტალურად შესაძლებელია გაეცნოთ შემდეგ ლინკზე: https://www.linkedin.com/in/tamara-akhsiashvili-124a393b/

ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ კომპანია "Siegel HR Georgia"-ს ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა, ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeA_7tQVOoTW052jrqlA7mEWhUAZEaax2N7XDOFKvZ9F7pPaQ/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2019 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: tamara.akhsiashvili@siegel-hr.ch

ჩვენი სიახლეები იხილეთ:

https://www.facebook.com/Siegel-HR-Georgia/
https://www.linkedin.com/company-beta/18074108/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru