www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მიმღებ-ოპერატორი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს საწყობის მიმღებ-ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** ცენტრალური საწყობიდან მიღებული პროდუქციის მითვლა, დახარისხება და სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის გაგზავნა;
** სასაწყობე ოპერაციების პროგრამული უზრუნველყოფა;
** ობიექტებიდან მიღებული პროდუქციის აღწერა და დახარისხება;
** პროდუქციის დროული გაბრუნება;
** ნულოვანი პროდუქციის მაქსიმალური კონტროლი;
** საწყობის პლანოგრამის შენარჩუნება - პროდუქციის დახარისხება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "საწყობის მიმღები ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru