www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს ვაკანსიას წარმოების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ასორტიმენტის მართვა;
** ცენტრალურ წარმოებასთან ახალ პოზიციებზე მოლაპარაკება;
** ფასების დადგენა;
** მარჟების ანალიზი და კონტროლი;
** პლანოგრამის შემუშავება და მისი დაცვის კონტროლი;
** კონკურენტული გარემოს შესწავლა და ანალიზი;
** გაყიდვების გეგმის შემუშავება;
** გაყიდვების მასტიმულირებელი აქტივობების დაგეგმვა.

მოთხოვნები:

** რითეილში კატეგორიის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** სტრატეგიულად აზროვნების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "წარმოების კატეგორიის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru