www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PR მენეჯერი/სტაჟირება
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 7 აპრილი

ევროპის აკადემიური ცენტრი აცხადებს სტაჟირებას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიიღოს მონაწილეობა აკადემიის PR-ის გეგმის დაგეგმვასა და შემუშავებაში;
** შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად დაგეგმოს, განახორციელოს და მონიტორინგი გაუწიოს წინასწარ განსაზღვრულ აქტივობებს;
ორგანიზაციის დაგეგმილი, თუ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის, ოფიციალური მიმართვების, განცხადებების და პრესრელიზების მომზადება, გავრცელება და საზოგადოებისა და კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის მიწოდება; მოლაპარაკებების წარმოება.
** უზრუნველყოს სასწავლო ცენტრში განხორციელებული ღონისძიებებისა და აქტივობების დროულად და ხარისხიანად გაშუქება სოციალური ქსელით;
** უზრუნველყოს სასწავლო ცენტრის ვებ გვერდისა და Facebook გვერდის ადმინისტრირება და ინფორმაციის დროულად განახლება;
** უზრუნველყოს ეფექტური ვიდეო და ფოტოგადაღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება; განიხილებიან სტუდენტებიც;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულფასოვანი ცოდნა;
** სასურველია ფოტო და ვიდეო ფორმატირების პროგრამების ფლობა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ქართულ ენაზე მისამართზე: info@pdcgeo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru