www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IFRS ანგარიშგების ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას IFRS ანგარიშგების ოფიცრის პოზიციაზე. 

ვაკანსიის კოდი: TGM0000209
ადგილმდებარეობა: თბილისი. სათაო ოფისი
მოქმედების ვადა: 31.03.2019
კატეგორია: ფინანსები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება - მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
** ​სფერო: ფინანსები.
** განათლება - ხარისხი: ბაკალავრი; სფერო: ფინანსები

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** IFRS სტანდარტების ცოდნა;
** აუდიტორულ კომპანიაში (Big4) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ACCA სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად;
** ​Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია.

სამუშაოს აღწერა:

** ​ფასს-ის მოთხოვნების მიხედვით ფინანსური აღრიცხვის პროცესის მხარდაჭერა და პერიოდული შემაჯამებელი ფინანსური უწყისების მომზადება;
** კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და მათი კონტროლი;
** საფინანსო ინსტიტუტებთან არსებული კომპანიის/ჯგუფის ფინანსური შეზღუდვების (კოვენანტების) დათვლა და მონიტორინგი;
**  დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ფინანსური ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაციის გზებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება;
** შიდა და გარე მომხმარებლებისთვის (აუდიტორები, ბანკები, ინვესტორები და სხვა) ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** ​აუდიტორებთან ურთიერთობის კოორდინირება;
** შესრულებული პროექტების ფინანსური შეფასება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/209



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru