www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი "m|group" მართვაში არსებული ქართული რესტორნისთვის აცხადებს ვაკანსიას მიმტანის (სერვისის თანამშრომელი) პოზიციაზე.

გრაფიკი: მცოცავი, 8 საათიანი, კვირაში 6 დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ცვლადი გამოცდილების მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** სტუმრებისთვის დღის შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
** კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა;
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი;
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
** სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება;
** სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდების და დამხმარე სერვის/კარადის მომზადება);

მოთხოვნები:

** მითითებულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ;
** კომუნიკაბელურობა;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** გამართული მეტყველება;
** გუნდური მუშაობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mgroup.ge 2019 წლის 01 აპრილამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru