www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: შენი სახლი ჯიქიაზე
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სამშენებლო კომპანია "შენი სახლი ჯიქიაზე" და "შენი სახლი კიკვიძის ბაღთან" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას. ქ. 1.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00 საათამდე; შაბათი 11:00-დან 18:00 საათამდე.

პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 25-30 წელი
** გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 1 წელი (გაყიდვების მენეჯერი, საკრედიტო ოფიცერი, კლიენტების მომსახურების მომსახურების და სხვა)
** უმაღლესი განათლება.
** ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასაუბრო.

ფუნქციები:

** კლიენტებთან კომუნიკაცია, როგორც სატელეფონო, ასევე წერილობითი სახით - პროდუქტის შეთავაზება.
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
** მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა.
** პრეზენტაციების ჩატარება
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის, სარეალიზაციო ქონების თაობაზე სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება.
** მარკეტინგის და გაყიდვები სამსახურის მხარდაჭერა.

აუცილებელი უნარები:

** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
** გამართულად მეტყველების და წერის უნარი
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა;
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა, პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** CV-ის განხილვა
** შიდა ტესტირება
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.jiqiahouse@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 მარტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru