www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 29 მარტი

"ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!" აცხადებს ვაკანსიას პროექტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი. სათავო ოფისი.

ლიბერთი ბანკის პროექტების დეპარტამენტი მუშაობს რამოდენიმე ბიზნეს სტრატეგიულ პროექტზე, მათ შორის საბანკო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. გუნდისთვის ვეძებთ მოტივირებულ კადრს, რომელიც დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში.
თქვენ დაგხვდებათ შეკრული, კრეატიული და ენერგიული გუნდი, რომელიც შეგიქმნით ყველა პირობას მაღალი სამუშაო განწყობისთვის.

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

** პროექტების მსვლელობის / თაიმლაინის კონტროლი
** სხვა ბიზნეს-დაკავშირებულ განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაციის მართვა
** ვენდორებთან ურთიერთობა
** დასმული ამოცანის ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი
** ბიზნეს დავალების მომზადება როგორც IT-სთვის, ასევე სხვა ბიზნეს-დაკავშირებული სტრუქტურული დანაყოფისთვის
** ბაზარზე ტექნოლოგიური პრაქტიკის და სიახლეების მუდმივი კვლევა და ანალიზი;
** რეკომენდაციების გაწევა ტექნოლოგიური ოპტიმიზაციისა და სიახლეების დანერგვასთან დაკავშირებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
** მსგავს პოზიციაზე, ფინანსურ სფეროში მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება
** საბანკო სფეროში, კორპორატიული კლიენტების საოპერაციო ნაწილის ზედმიწევნით ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** უცხო ენების, ინგლისური და რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ფინანსური ტექნოლოგიების ზედმიწევნით ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** წერილობით გადმოცემის კარგი უნარი
** ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** საქმისადმი კრეატიული და მოტივირებული მიდგომა

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 29 მარტის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru