www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ს მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

"S Motors" წამყვანი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სათადარიგო ნაწილების იმპორტი, საცალო/საბითუმო რეალიზაცია, დისტრიბუცია თბილისსა და რეგიონებში, კორპორატიული და საცალო კლიენტების მაღალი ხარისხის ავტო-პროდუქტებითა  და  სერვისის ფართო სპექტრით უზრუნველყოფა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას  საცალო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტზე საქონლის რეალიზაცია;
** გაყიდვების მიმართულებით პრიორიტეტული გეგმების შესრულება;
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის და კლიენტთა ეფექტური მომსახურებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტონაწილების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების MS Office-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** "ბ" კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა სასურველია.

დამატებითი უნარები:

** ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური უნარ-ჩვევების ფლობა;
** საქმისადმი შემოქმედებითი, ინიციატორული, დამოუკიდებელი მიდგომა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელფოსტაზე: officemanager@smotors.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru