www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მშენებლობის მენეჯერი
მომწოდებელი: თაბორი რიზორთსი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / განცხადების ვადა: 6 აპრილი

შპს "თაბორი რიზორთსი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე (საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი -http://www.gcfund.ge/en/hospitalityandrealestate/10/).

სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კონტროლი და გამოვლენილი დეფექტების შემთხვევაში დროული ღონისძიების ჩატარება;
** მშენებლობაში გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობების და მასალების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შემოწმება (ტექნიკური პასპორტები, სერთიფიკატები, ლაბორატორიული გამოცდის შედეგები და ა.შ);
** მშენებლობის პროცესში გეოდეზიური სამუშაოების შესრულების კონტროლი;
** სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთად შესრულებულ სამუშაოთა და კონსტრუქციულ ელემენტთა შეფასება;
** მოიჯარეთა და სპეციალიზებული (სამონტაჟო) ორგანიზაციის, აგრეთვე საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით, შენობის საპასუხისმგებლო კონსტრუქციების გამოცდა და მიღება;
** სახელმწიფო ზედამხედველობის, სამშენებლო კონტროლის და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლობის კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება, დასამონტაჟებლად შემოსული მოწყობილობის მდგომარეობის და პროექტთან შესაბამისობის გამოვლენის, მისი მონტაჟის ხარისხის, კომპლექსური გამოცდის და მიღების მიზნით;
** შესრულებული და ასანაზღაურებლად წარდგენილი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა მოცულობისა და ხარისხის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** მიღებული და ასანაზღაურებელი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა მოცულობის და ღირებულების, მეიჯარე ორგანიზაციის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების, აგრეთვე დეფექტების გამოსწორებაზე დანახარჯების აღრიცხვის ჩატარება;
** მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი;
** მეიჯარის მიერ სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ჟურნალის სამშენებლო ნორმისა და წესების დაცვით წარმოების მონიტორინგი;
** მშენებლობის პროცესში საავტორო და ტექნიკური ზედამხედველობის სწორად წარმართვის ხელშეწყობა;
** ყოველდღიური ანგარიშების მომზადება და დამკვეთისათვის წარდგენა;
** სამუშაოების დაგეგმვის პროცესის მართვა, პროექტით გაწერილი გრაფიკით სამუშაოების წარმოების მკაცრი კონტროლი, არსებული პრობლემების და ჩამორჩენის მიზეზების გამოვლენა - მათი წარდგენა კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
** პროექტების განსახორციელებლად საჭირო მატერიალური რესურსების შეფასება, მათი მიწოდებისა და არსებული ნაშთის კონტროლი;
** პროექტის ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური კონტაქტი, პროექტში არსებული პრობლემების გამოვლენა და კომპანიის დირექტორიატისთვის მათი გადაჭრის გზების შეთავაზება

საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება ტექნიკური, სამშენებლო და საინჟინრო განხრით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ზედმიწევნით ცოდნა;
** აღიარებული/დადგენილი უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** პოზიციისთვის რელევანტური სამშენებლო/საინჟინრო დოკუმენტაციის ზედმიწევნით წარმოების გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Word და MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა; ელ. ფოსტის მოხმარების ცოდნა;
** საჭირო თვისებები: გუნდურობა, აკურატულობა, კეთილსინდისიერება, პუნქტუალობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2019 წლის 06 აპრილამდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru