www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Frontend/React JS დეველოპერი
მომწოდებელი: Logmind
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

ქართულ-შვეიცარული IT start-up კომპანია "Logmind" აცხადებს ვაკანსიას Javascript დეველოპერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების ან მათემატიკის განხრით ჩაითვლება უპირატესობად.

ტექნიკური უნარები:

** React/Redux ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება; 
** JavaScript (ES6)-ის საფუძვლიანი ცოდნა;
** HTML5/CSS3-ის კარგი ცოდნა;
** Git ვერსიის და კოდის კონტროლის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Github/Bitbucket);
** მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის სხვადასხვა მეთოდებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლუსად.

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ლოგიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

** მეგობრული და პროფესიონალი გუნდი;
** ხშირი კონტაქტი უცხოელ კოლეგებთან;
** კომპანიის ორგანიზებით ევროპაში ტექნიკურ კონფერენციებზე დასწრების საშუალება;
** ტექნიკური უნარების მუდმივად განვითარებისა და ახლის სწავლის შესაძლებლობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი).
ანაზღაურება: 3000-4000 ლარი, კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, თანდართული სარეკომენდაციო ან სამოტივაციო წერილებით, შემდეგ ელ-მისამართზე: jobs@logmind.com და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru