www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი/გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სოფთლაინ საქართველო
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

"სოფთლაინი" - არის ლიდერი IT გადაწყვეტილებების, სერვისების და ლიცენზიების მიმწოდებელი გლობალური კომპანია, რომელიც მოღვაწეობს აღმოსავლეთ ევროპის, ამერიკისა და აზიის განვითარებად ბაზრებზე. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მომხმარებელს მიაღწიონ ციფრულ ტრანსფორმაციასა და დაიცვან საკუთარი ბიზნესი კიბერ ტექნოლოგიების დახმარებით. კომპანიის 2017 წლის ბრუნვამ გადააჭარბა $ 1,19 მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 30% -ით გაიზარდა. ჩვენ გვაქვს ოფისები მსოფლიოს 50 ქვეყანასა და 95 ქალაქში. 25 წლის მანძილზე ჩვენ შევძელით სწრაფი განვითარება, მომხმარებელთა ნდობის გამართლება და მათი მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

გახდე ჩვენი კომპანიის წევრი, გულისხმობს საინტერესო გამოწვევებს, საერთაშორისო ექსპერტთა გუნდთან და წამყვან IT მომწოდებლებთან ერთად, ღირებული გამოცდილების მიღებას.

"სოფთლაინ საქართველო" ეძებს ექაუნთ მენეჯერს (გაყიდვების მენეჯერი) მცირე და საშუალო სექტორის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს ინფრასტრუქტურის ანალიზი, პროექტების გენერირება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე
** შეხვედრების და მოლაპარაკებების ორგანიზება, კონსულტაცია, ბიუჯეტირება, კომერციული წინადადებების მომზადება, ტენდერის პროცედურებში მონაწილეობა
** კომპანიის პროექტების და სერვისების განვითარებისთვის პრისეილ (Pre-Sale) სპეციალისტებთან გუნდური მუშაობა
** აქტიური სატელეფონო გაყიდვები, ლიდების გენერირება და მათთან შემდგომი მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია IT სფეროში);
** აქტიურ გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (IT სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად)
** დაინტერესება IT სფეროს მიმართ.
** მეტყველების უნარი ინგლისურ და რუსულ ენაზე.
** საოფისე (MS Office) პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობა.
** მიზნის დასახვისა და მიღწევის უნარი.
** მოლაპარაკებების უნარი, საკუთარი ხედვის კომპეტენტური არგუმენტაცია და მოლაპარაკებების გზით მიზნის მიღწევა.
** ახალ გარემოში სწრაფად ორიენტირებისა და დიდი ინფორმაციის ათვისების უნარი.
** აქტიურობა, კომუნიკაბელურობა.

იმსათვის, რომ შემოურთდეთ ჩვენს პროფესიონალთა გუნდს და გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზუმე და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსის დასახელება შემდეგ მეილზე: info.ge@softlinegroup.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru