www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

კურორტი "საირმე" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის შეტანა და გადამოწმება
** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების, შედარების აქტები) მომზადება და მოწესრიგება;
** ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი;
** ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** საოფისე პროგრამების ცოდნა; ORIS

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge

შპს "კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru