www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: .NET დეველოპერი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას .NET დეველოპერის პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 11 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად მიიჩნევს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
** შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ექსპლოატაციაში გაშვება;
** კომპანიაში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფების განახლებებით და ცვლილებებით უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული პროგრამული სისტემების დეველოპერული მხარდაჭერა;
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფების შეფასება, ნაკლოვანებების გამოვლენა, მათი გასწორება და ოპტიმიზაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება შემდეგ მიმართულებებით:

** C#;
** ASP .NET;
** Entity Framework;
** MS SQL;
** Web Services;

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 11 აპრილის 17:00 საათი.

კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV / რეზიუმე ან LinkedIn - ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე: finance@mbc.com.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru