www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციის აგენტი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

კურორტი "საირმე" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის აგენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნების მიღება სტანდარტების დაცვით.
** სასტუმროში არსებული ჯავშნების კონტროლი, კოორდინაცია და პროგრამაში ინფორმაციის სწორად ასახვა
** რეპორტების ყოველდღიური შემოწმება
** ჯავშნებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა
** სტუმრების დახმარება სასტუმროს ჯავშნის დაგეგმვაში, სასურველი ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება - სასტუმროში დადგენილ ფასებთან და დამატებით მომსახურებებთან დაკავშირებით
** არსებულ პარტნიორებთან ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემის დროული აღმოფხვრა
** სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის დამყარება
** საჭიროების შემთხვევაში კოორდინაციაში მყოფ სხვა დეპარტამენტებთან გუნდური მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; ფიდელიო

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა;
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge

შპს "კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru