www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახ. და რეგ. განვითარების დეპარტამენტის უფრ. სპეციალისტი
მომწოდებელი: სავაჭრო-სამრეწველო პალატა
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს ვაკანსიას მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

თანამდებობრივი სარგო: 900 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით)
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე

ფუნქციები:

** პალატის წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის პალატის მომსახურებების მიწოდება;
** ბიზნეს ფორუმების, გამოფენებისა და კონფერენციების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელებაზე ზედამხედველობა;
** ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის;
** პალატის ინიციატივით ქვეყნის შიგნით შეხვედრების, ტრეინინგების, სემინარების, გამოფენების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამისი პასუხების მომზადება;
** სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ კანონით, პალატის წესდებით და პალატის პრეზიდენტის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;
** საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხებზე (პალატის წევრები, ბიზნეს ასოციაციები, პალატის საბჭოს წევრები, ა.შ) მონაცემთა ბაზების დამუშავება.

მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება

დამატებითი მოთხოვნები:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდება;
** კომუნიკაბელურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
** ინგლისურის ენის სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft office)
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უპირატესობად ასევე ჩაითვლება რუსული ენის ფლობა

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 1 აპრილი, 2019 წ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gcci.ge და გამოგზავნის დროს მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი СV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru