www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: HEKS-EPER
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 25 მარტი

პროექტის "მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის" (PROCEED) მთავარი მიზანია სიღარიბის შემცირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ამავე დროს, პროექტი ახორციელებს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ადმინისტრაციულ მხარდაჭერას. ამ საქმიანობის ფარგლებში, პროექტი დაიქირავებს ადმინისტრაციულ ასისტენტს, რომელიც იმუშავებს ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან მინიმუმ 6 თვე, 2019 წლის აპრილის დასაწყისიდან.

I. მოვალეობები და ამოცანები:

ადმინისტრაციული ასისტენტი შეასრულებს შემდეგ ამოცანებს:

ა) LAG-ის შიდა და გარე კომუნიკაციის წარმოება:

** LAG-ის საბჭოს ელექტრონული ფოსტის მართვა.
** კორესპონდენციის წარმოება (შემოსული/გასული წერილები).
** LAG-ის საბჭოს თავმჯდომარისთვის ჩანაწერების და წერილების მომზადება.
** LAG-ის საბჭოს მიერ შემუშავებული დოკუმენტების სრულყოფა.
** აწარმოებს სატელეფონო კომუნიკაციას LAG-ის საბჭოს თავმჯდომარის სახელით LAG-ის წევრებთან, მათთვის ინფორმაციის მიწოდების, შეხვედრების დაგეგმვის/მომზადების ან წევრების სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით.
** LAG-ის წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდება.

ბ) LAG-ის დოკუმენტაციის მართვა:

** LAG-ის და მის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეგროვება და დახარისხება, როგორიცაა: შეხვედრების ოქმების მომზადება, გადაწყვეტილებების რეფერირება, საგრანტო აპლიკაციების მიღება, საგრანტო აპლიკაციების მიღება, აპლიკანტებისთვის წერილების მომზადება და ა.შ.   
** პროექტის მიერ განსაზღვრული სისტემით დოკუმენტაციის დახარისხება.

გ) სხვა საოფისე საქმიანობის განხორციელება:

** შეხვედრების ოქმების მომზადება (საჭიროების შემთხვევაში).
** შიდა და გარე მოხმარებისთვის დოკუმენტაციის კოპირება.
** LAG-ის ოფისში მოსული სტუმრების მიღება.
** LAG-ის წევრების მგზავრობის ორგანიზება.
** ოფისისთვის საჭირო საქონლის შეკვეთა.

II. სამუშაო პირობები:

ეს არის  პოზიცია ნახევარ განაკვეთზე. ადმინისტრაციული ასისტენტი გაუწევს LAG-ს დახმარებას კვირაში არანაკლებ 20 საათისა.  

ადმინისტრაციული ასისტენტის მუშაობა ანაზღაურდება პროექტ PROCEED-ის მიერ, თუმცა პოზიციით დაექვემდებარება დედოფლისწყაროს LAG-ს.

ადმინისტრაციული ასისტენტი იმუშავებს პროექტ PROCEED-ის ოფისში, ქალაქ დედოფლისწყაროში. ის იმუშავებს LAG-ის წევრებთან.

ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ასისტენტს მოუწევს მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ მგზავრობა.

III. ანგარიშვალდებულება:

LAG-ის ადმინისტრაციული ასისტენტი ანგარიშვალდებულია LAG-ის თავმჯდომარესთან და PROCEED-ის ლიდერ მიდგომის უფროს კოორდინატორთან.

IV. გამოცდილება, კვალიფიკაცია, უნარები და კომპეტენცია:

მოთხოვნები:

** ადმინისტრაციულ ასისტენტად ან მდივნად მუშაობის გამოცდილება, საჯარო, კერძო ან არასამთავრობო სექტორში.
** პროფესიონალური მიდგომა და დამოკიდებულება.
** კონფიდენციალურობის დაცვა.
** მრავალფუნქციურობა და დროის კარგი მართვა.
** ქართულ ენაზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის ძლიერი უნარები.
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით Microsoft Office.

სასურველია:

** ინგლისური ენის ცოდნა.
** საოფისე ტექნიკის ცოდნა.  
** დედოფლისწყაროს თემებთან კარგი კავშირები.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე:  teo.tskvitinidze@heks-eper.org 2019 წლის 25 მარტამდე. ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "ადმინისტრაციული ასისტენტი - LAG".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru