www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბევრილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

შპს "ბევრილი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე ფოთში.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** საფირმო მაღაზიათა ქსელის ყოველდღიური, შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
** უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის პროცესში წამოჭრილი პრობლემის შესახებ.
** თანამშრომელთა მომსახურების პროცესის და მუშაობის ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგი.
** საფირმო მაღაზიათა ქსელში სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ დაწესებული სტანდარტების (ჰიგიენური ნორმების, ქართული ანოტაციისა და ა.შ.) დაცვაზე ყოველდღიური ზრუნვა და კონტროლი.
** საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის დაყენება უშუალო ხელმძღვანელთან.
** საფირმო მაღაზიათა ქსელის მუშაობის პროცესისთვის აუცილებელი ნივთების მარაგისა და ტექნიკური მოწყობილობების გამართული მუშაობის კონტროლი.
*** ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალური ზრუნვა კომპანიის აქტივებისა ქონების დაცვაზე, მის განკარგულებაში არსებული რესურსების კეთილგონივრული გამოყენება.
*** მაღაზიათა ქსელის უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ყოველდღიური კონტროლი.
** მაღაზიათა ქსელში განთავსებული პროდუქციის ვარგისიანობის ვადის კონტროლი.
** უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კომპანიის რეპუტაციაზე.
** თანამშრომელთა არასამუშაო დღეების, სამუშაო საათებისა და შესვენების საათების განრიგის დადგენა და კონტროლი.
** კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან გაცემული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.
** საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილი (B კატეგორიის მართვის მოწმობა)
ანაზღაურება: 550 ლარიდან (მომატების პერსპექტივით) .

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადმოაგზავნონ CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: amiran@bevrili.ge და მიუთითოთ ვაკანსიის სახელი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru