www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბაქანზე მომსახურების აგენტი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თანდართული ფაილი: 08840_airports_app_7539631.zip
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებას ვაკანსიას პოზიციაზე - ბაქანზე მომსახურების აგენტი.

სამუშაო გრაფიკი: ცვლის განრიგი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, დავით აღმაშნებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორის აეროპორტი

ძირითადი ფუნქციები:

** საჰაერო ხომალდის მომსახურება ბაქანზე და მიმდებარე პერიმეტრზე უზრუნველყოფა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების, ავიაკომპანიების შესაბამისი პროცედურების და ასევე მიწისზედა მომსახურების სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად;
** ბაქანის და საჰაერო ხომალდების სადგომის შემოწმება და მუდმივ მზადყოფნაში შენარჩუნება თვითმფრინავის მიღებისთვის;
** საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ვიზუალური კონტაქტის ჟესტების მინიშნებების გამოყენებით მძღოლის მიერ ტექნიკის უსაფრთხოდ დაყენება საჰაერო ხომალდთან;
** ფრენების კოორდინაციისა და მიწისზედა მომსახურების სამსახურის დისპეტჩერთან შეთანხმებულად საჰაერო ხომალდის საბარგულის ჩატვირთვა ჩამოტვირთვის პროცესის შესრულება;
** საჰაერო ხომალდის ჩატვირთვა-ჩამოტვირთვის დროს გახსნილი, დაზიანებული ან ჩატვირთვისთვის შეუსაბამო ბარგის, ტვირთის, ფოსტის აღმოჩენისას ცვლის უფროსი აგენტისთვის ინფორომაციის დაუყოვნებლივ მიწოდება;
** ჩატვირთვის ბოლოს საჰაერო ხომალდის საბარგულის ბადეების შეკვრა საჰაერო ხომალდების ტიპების დადგენილი ინსტრუქციების მიხედვით;
** ბარგის დახარისხება და განლაგება ურიკებზე გაფრენის დარბაზში ბარგზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით;
** საშიში ნივთიერებების დამუშავების დადგენილი საერთაშორისო და ადგილობრივი წესების დაცვა;
** ბარგის ფორმირების განყოფილებაში ბარგის ურიკებიდან გადმოღება, მბრუნავ ლენტზე დროულად განთავსება მგზავრებისთვის გადასაცემად მოფრენის დარბაზში;
** საჰაერო ხომალდის საბარგოს კარების გახსნა, სადგომიდან გაყვანამდე საბარგოს ბადეების შემოწმება, საბარგოს კარების დაკეტვა და საკეტის დაკეტილ მდგომარეობაში დაფიქსირება.
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B, C კატეგორია).

უნარ-ჩვევები:

** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** თანამშრომელთათვის, გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების და მათი მართვის უნარი;

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158.
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru