www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 26 მარტი

სს "კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

თანამდებობა: მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ბორჯომი

ძირითადი მოვალეობები პასუხისმგებლობა:

** კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტის ბიზნესის ანალიზი და შეფასება;
** კლიენტისთვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს გეგმის შედგენაში, სხვადასხვა ტიპის ფინანსურ საკითხებსა და დოკუმენტაციის დამუშავებაში;
** რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
** სესხის გაცემა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** მომსახურების გაწევა კრედოს სტანდარტების დაცვით;
** საჭიროების შემთხვევაში ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა საკითხებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკასა ან ფინანსებში;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სესხის ოფიცრის პოზიციაზე;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** ფინანსური უწყისების შედგენისა და ფინანსური მაჩვენებლებით ოპერირების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
** კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ძლიერი მოტივაცია და წარმატების სურვილი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მცირე და საშუალო ბიზნეს სესხის ოფიცერი ბორჯომში".

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 26 მარტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru