www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასმელი წყლის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თანდართული ფაილი: 08842_airports_app_5927440.zip
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებას ვაკანსიას პოზიციაზე - სასმელი წყლის სპეციალისტი.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, დავით აღმაშნებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორის აეროპორტი

ძირითადი ფუნქციები:

** საწარმოო ლაბორატორიის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
** ჩამოსხმის წინ, სასმელი წყლის ლაბორატორიულ-ქიმიური ანალიზი, ტესტირების ჩატარება;
** სასმელი წყლის წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე ტექნოლოგიური რეჟიმის შესრულების კონტროლი დადგენილი წესის მიხედვით;
** ჩამოსასხმელი სასმელი წყლის, მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით ცდების და ექსპერიმენტული სამუშაოების განხორციელება;
** ნედლეულის, დამხმარე მასალების და მზა პროდუქციის ანალიზი;
** ლაბორატორიის აღჭურვილობის და გახარჯული მასალების აღრიცხვა;
** ლაბორატორიის ინვენტარის, რეაქტივების სათანადო მდგომარეობაში შენახვა.
** შესაბამისი უწყისების წარმოება;
** მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მომზადება ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** მიღებულ კორესპონდენციაზე და კომპანიის ხელმძღვანელობის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** მოსამზადებელი დოკუმენტების შეთანხმება კანონმდებლობით, კომპანიის აქტებით ან ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრულ საჭირო სუბიექტებთან;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა;
** სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;
** საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა;
** სამუშაო პროცესისათვის საჭირო სახარჯი მასალებისა და ინვენტარის საჭირო ოდენობითა და კომპლექტაციით არსებობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ქიმიური ან ტექნოლოგიური (სურსათისა და წყლის) მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ- ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობებისა დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომელთათვის გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158.
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru