www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სამაცივრე სისტემების ტექნიკურ მომსახურებაზე
მომწოდებელი: Carrefour Georgia
თანდართული ფაილი: 08776_carrefour_tender_refrig_6447637.zip
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 25 მარტი

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. "მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები" მართავს "კარფურის" ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური")  აცხადებს ტენდერს სამაცივრე სისტემების ტექნიკურ მომსახურებაზე.

ტენდერის პირობები:

ტენდერში გამარჯვებული კომპანია პასუხისმგებლობას აიღებს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმაკეტს ჯორჯია"-ს სამაცივრე სისტემების ტექნიკურ მომსახურებაზე ერთი წლის ვადით, მათ შორის:

** კვარტალურ სერვისზე მათ შორის საორთქლებლების და მაცივრების შიგნიდან რეცხვაზე სპეციალური ხსნარებით;
** პრევენციულ ღონისძიებებზე;
** საავარიო გამოძახებებზე;
** დამატებითი შეთანხმების საფუძველზე სათადარიგო ნაწილების მოწოდებაზე.

თანდართული ფაილები:

** დანართი #1 - (სისტემების და დანადგარების ჩამონათვალი ობიექტების მიხედვით);
** სააპლიკაციო ფორმა 1. (განფასების ცხრილი);
** სააპლიკაციო ფორმა 2. (ინფორმაცია კომპანიის შესახებ).

მოთხოვნები:

** შევსებული და დამოწმებული (ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული) სააპლიკაციო ფორმა 1 და 2;
** დანართი #1 საფუძველზე კომერციული წინადადება ინგლისურ და ქართულ ენებზე;
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (კომპანიის შესახებ);
** დოკუმენტაცია უნდა მოთავსდეს დალუქულ კონვერტში და დაისვას ბეჭედი დალუქვის ადგილზე;
** კონვერტზე უნდა დაიტანოთ ტენდერის დასახელება, თქვენი კომპანიის დასახელება და საკონტაქტო პიროვნების ტელეფონი;
** კონვერტზე უნდა დაიტანოთ მიმღები პიროვნების - თორნიკე თვარაძის სახელი და გვარი;
** კონვერტი უნდა მოიტანოთ ჩვენი კომპანიის სათაო ოფისის მიმღებში: ისანი, ნავთლუღის 8ა, "ისანი მოლის" მეორე სართულზე. სამუშაო დღეებია ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00, შესვენება 13:00-15:00.

კონვერტის მიღების ბოლო თარიღია 25 მარტი, 2019 წ. (18:00)

ტენდერთან დაკავშირებულ შეკითხვებზე საკონტაქტო პიროვნება:

თორნიკე თვარაძე
599 885 753
ttvaradze@mafcarrefour.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru