www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი, ტექნიკოსი/ელექტრო ინჟინერი
მომწოდებელი: Easy Print
გამოქვეყნდა: 12 მარტი / განცხადების ვადა: 12 აპრილი

შპს "იზი პრინტი" 2014 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. კომპანიის ძირითად სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობას და ტექნიკურ მომსახურებას.

შპს "იზი პრინტი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. დისტრიბუტორი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:30 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + ავტომანქანის შეკეთების ხარჯები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და მეგობრული ურთიერთობის დამყარება
** სხვადასხვა ტექნიკის დისტრიბუცია თბილისის მასშტაბით
** მიღება-ჩაბარების დოკუმენტების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები: 

** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილი (მიუთითეთ ავტომანქანის მარკა და მოდელი)
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
** სასურველია დისტრიბუციის სფეროში გამოცდილება
** სასურველია ტექნიკის მუშაობის ელემენტარული პრინციპების ცოდნა.

2. ტექნიკოსი/ელექტრო ინჟინერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-17:30 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სახელფასო განაკვეთი: 300-დან 900 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაკეთებლად შემოსული საოფისე ტექნიკის დიაგნოსტიკა. (კომპიუტერები, ლეპტოპები, პრინტერები)
** შესაკეთებლად შემოსული საოფისე ტექნიკის  შეკეთება, ნაწილების შეცვლა და ტექნიკური გამართვა.
** საოფისე ტექნიკის დრაივერების ინსტალაცია და გატესტვა.
** კომპანიაში შემოსული და გასული ტექნიკის აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები: 

** საოფისე ტექნიკის შეკეთების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით ცოდნა/გამოცდილება
** საბაზისო ცოდნა IT მიმართულებით
** ტესტერის და სარჩილავის (ე.წ. "პაიანიკის") ხმარება
** სასურველია პლატებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება
** სასურველია მართვის მოწმობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@easy.ge

აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru