www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

კომპანია "სითიქომი" დაარსდა 2017 წელს. ჩვენი ძირითადი მიზანია ამხანაგობებს დავეხმაროთ ფინანსური დამოუკიდებლობის შექმნაში სადარბაზოს პრობლემების გადასაჭრელად. ამისათვის ვთავაზობთ სადარბაზოს ელექტრონულ საფულეს, რომელიც საშუალებას იძლევა ლიფტის გადაადგილებით შემოსული თანხა სადარბაზოს პირად ანგარიშზე დაგროვდეს.

"სითიქომი" აცხადება ვაკანსიას გარე გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის დეტალური ცოდნა
** ახალი კლიენტების მოძიება
** შეხვედრების დაგეგმვა; პროდუქტის შეთავაზება
** კლიენტთა მონაცემთა ბაზის განვითარება

აუცილებელი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე; ინგლისური ენის ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური
** დამოუკიდებელი, გუნდური მუშაობის უნარით

ფიქსირებული ანაზღაურება: 300 ლარი
საბონუსე სისტემა: თითოეულ გაყიდულ პროდუქტზე - 50 ლარი. გეგმის შესრულების შემთხვევაში ბონუსი + 300 ლარი

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 17:00-21:00 სთ-მდე; შაბათი ან კვირა - 12:00-20:00 სთ-მდე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი СV ქართულ ენაზე, შემდეგ მისამართზე: info@citycom.ge და გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru