www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იურისტის თანაშემწე
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" - CTH  აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: "GASA" რომელიც ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას ყველა მიმართულებით. ასევე გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიის სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში ("PEGASUS Airlines", "Air Arabia",) "GDM" - კი ეწევა ტურისტების შემოყვანას უცხოეთიდან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. შემოყვანილი ტურისტების რაოდენობით საქართველოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, იმყოფება ლიდერთა სამეულში. საოპერაციო ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ერევანში, ბაქოსა და ვლადიკავკაზში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 625 ლარი (Gross) ზრდის პერსპექტივით.

ფუნქცია მოვალეობები:

** ჰოლდინგის შემავალი კომპანიებისათვის სამართლებრივი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
** იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დაარქივება;
** ჰოლდინგის თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი კორესპონდენციის წარმოება ჰოლდინგის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** ჰოლდინგის კომპანიების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება და ცვლილებების მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში;
** ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და ანალიზი;
** ჰოლდინგის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა იურიდიული კუთხით;
** იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის სხვა უშუალო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში, (მაგისტრატურის სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა);
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის  ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სწრაფი ათვისებისა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cth.ge. აუცილებელი მოთხოვნაა წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru