www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: კაფელის სახლი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 1 მაისი

კომპანია "კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა, ანალიზი და მომავალი შესყიდვების დაგეგმვა
** უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა და შეკვეთების გაკეთება
** სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე მივლინებით გამგზავრება
** შოურუმის დიზაინზე მუშაობა
** კლიენტებისთვის, კონკრეტული მოთხოვნიდან გამომდინარე, ინტერიერის დიზაინის მომზადება

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** სამუშაო დღეები: კვირაში ექვსი დღე.
** სამუშაო საათები: 10:00-18:30

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება დიზაინის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** პროგრამა Archicad -ის სრულყოფილი ცოდნა და მასზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კრეატიული
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური
** ინიციატივიანი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელფოსტაზე: cvceramichouse@yahoo.comდა აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანსია

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://www.peaniltd.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru