www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო სტანცია ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

სტეფანწმინდის ცენტრში ახალგახსნილი 20 ნომრიანი სასტუმრო "სტანცია ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციაზე:
შეფ-მზარეული.

ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შეკვეთების მომზადება და გაწყობა მენიუს სპეციფიკის მიხედვით;
** შესაბამისი მარაგების უზრუნველყოფა;
** რეცეპტურისა და კალკულაციის შედგენა და დაცვა კერძის მომზადების დროს;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების დაცვა;
** დავალებების სწორად განაწილება და კოორდინაცია;
** სტანდარტული, სეზონური ან სპეციალური მენიუს შედგენაში მონაწილეობა;
** ოპტიმალური ხარისხის მიღწევის კონტროლი;
** სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვა;
** პროდუქტის სწორად შენახვის კონტროლი;
** ინგრედიენტების სიჯანსაღისა და სისუფთავის კონტროლი.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭებათ კულინარიული განათლების მქონე მზარეულებს;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ზედმიწევნით ორგანიზებული და დისციპლინირებული;
** დროის მართვის უნარი.

ანაზღაურება: 2 000 ლარიდან კანდიდატის კვალიფიკაციის და გასაუბრების შედეგების მიხედვით
სამუშაო ადგილი: სტეფანწმინდა, (ყაზბეგი) ცენტრი

კვება, საცხოვრებელი, მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროს მიერ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr.stancia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru