www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/)  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 საკვალიფიკაფიო მოთხოვნები და უნარები, რომელსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** ჩვენს სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2-3 წელი;
** გაყიდვების პროცესში აქტიურად მონაწილეობისა და კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების გუნდის მოტივირება, პროცესების ეფექტურობისთვის გადაწყვეტის გზების შეთავაზება;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, სასაუბრო დონეზე კი - რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** ​საოფისე პროგრამების  MS Office-ის კარგად ცოდნა;
** გაყიდვების პროცესის, ანალიზი და ზედამხედველობა;
** გაყიდვების ტექნიკების, სპეციფიკისა და სამომხმარებლო/მსყიდველობით ჩვევების კარგად ცოდნა;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მუდმივი მუშაობა გაყიდვების გუნდთან, პროცესებისა და გუნდის ეფექტურობის გაზრდა;
** კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვის პროცესის მართვა და ზედამხედველობა, პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, მენეჯმენტი;
** მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა, მონაწილეობა პროდუქციის შერჩევასა და წამახალისებელი აქტივობების დაგეგმვაში;
** ​რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა;

პირობები:

** ანაზღაურება 1500 ლარი + გაყიდვები ბონუსიდან;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ექვსი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00.
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი)

დამატებითი ინფორმაცია:

მის.: აკაკი ბელიშვილის #86 თბილისი
ვებ-გვერდი: http://www.bellemaison.ge | http://www.facebook.com/bellemaisontbilisi

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge

კანდიდატები გაივლიან რამდენიმეეტაპიან გასაუბრებას.

სავალდებულოა: რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "subject"-ში მიუთითოთ "გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი"-ს პოზიცია.

გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს სრულიად, არ განიხილება.
გაითვალისწინეთ, რომ  ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ დაექვემდებარება განხილვას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru