www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: AML დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

"ბეთლაივი"  არის ინოვაციური და დაცული სათამაშო სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ პროდუქტებს აზარტის ყველა სფეროში.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას AML დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00).

ძირითადი მოვალეობები:

** ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა;
** ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის და პროცედურების შემუშავება;
** ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რისკების შეფასება; 
** შესაბამისობაზე პასუხისმგებელი პერსონალის მეშვეობით ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია რეგულაციებთან შესაბამისობის კუთხით;
** სისტემური პროცედურული სისუსტეებისა და დამატებითი ტრეინინგის საჭიროების დადგენა და კონტროლი; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკაშირებული შესაბამისი თანამშრომლებისთვის სწავლების უზრუნველყოფის პროცესების დაგეგმვა; 
** ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია რეგულაციებთან შესაბამისობის კუთხით;
** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება, ეკონომიკური, საბანკო, აუდიტორული ან იურიდიული მიმართულებით.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სამსახურში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** კომპანიის საიტზე არსებული პროდუქტების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიზის და რეპორტინგის უნარი;
** კონფიდენციალური და საქმიანი სამუშაო გარემოს შექმნის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "AML დეპარტამენტის უფროსი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru