www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

"ევროპროდუქტის" მარკეტების ქსელის უმთავრესი ღირებულებაა მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს პრემიუმ კლასის პროდუქცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, შესაბამისად კომპანიისათვის პრიორიტეტულია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევას, შემდგომში კი მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი: კახეთი, თელავი
სამუშაო გრაფიკი: სრული

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვისა და მარტივად მოგვარების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის განვითარებასა და გაყიდვების ზრდაში მუდმივი ჩართულობა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
** შესრულებული სამუშაოს ობიექტის მენეჯერთან ანგარიშგება;
** მომსახურების სტანდარტებისა და მაღაზიის პროცედურის დაცვით მომხმარებელთა მომსახურება და გაყიდვების მაქსიმალური ზრდა.
** მომხმარებელთა პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება.
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა.
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, ინვენტარის სისუფთავის მუდმივი კონტროლი.
** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის განლაგების უზრუნველყოფა.
** პროდუქციის შენახვისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მენეჯერთან მუდმივი თანამშრომლობა.

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru