www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია პრაიმი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

სს "სადაზღვევო კომპანია პრაიმი" აცხადებს ვაკანსიას საცალო და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია პრაიმი"არის ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური სტანდარტების სადაზღეო კომპანია. მომხმარებელზე აქ 2007 წლიდან ზრუნავენ. კომპანიის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობასა და ანაზღაურების სისწრაფეშია.

ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებლის კმაყოფილებაა, სწორედ ამიტომ ჩვენთან ყველა კლიენტი VIP სტატუსით სარგებლობს.

სს "სადაზღვევო კომპანია პრაიმი" გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით,
სს სადაზღვევო კომპანია "პრაიმი"-ს მფლობელი ევროპული საინვესტიციო კომპანია - Mercury Europe Holdings SA, რომელიც ფლობს კომერციულ და საცხოვრებელ საკუთრებას ბრიტანეთსა და გერმანიაში. კომპანიის სათაო ოფისი ლუქსემბურგშია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სადაზღვევო კომპანიაში გაყიდვების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება;(სასურველია)
** MS Office-ის ცოდნა (ბაზების წარმოება ექსელში)

ძირითადი მოვალეობები:

პოტენციური კლიენტების მოზიდვა, სადაზღვევო კომპანიის მიერ შერჩეულ ლოკაციებზე მუშაობა და დაზღვევების შეთავაზება (სავაჭრო ცენტრებში, ავტოსამრეცხაოებში, ბენზიგასამართ სადგურებზე და სხვა). შეხვედრებზე კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების პრეზენტაცია, სადაზღვევო პოლისების/ხელშეკრულებების განახლებებზე და დებიტორულ დავალიანებებზე მუშაობა, პოტენციური კლიენტების მოთხოვნების და ბაზარზე არსებული სადაზღვევო პროდუქტების კვლევაში და განვითარებაში მონაწილეობა;

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ანაზღაურება: საბონუსე სქემა. წარმატებულ მენეჯერებს უმოკლეს ვადებში ელოდებათ კარიერული და ფინანსური წინსვლა.
სამუშაო განრიგი: სრული 10:00 - 18:00, შაბათი-კვირის გარდა;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@standard-insurance.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "თბილისი - საცალო და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

თქვენ მიერ, სადაზღვევო კომპანიაში გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru