www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო რუმსი ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

სასტუმრო "Rooms Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ყაზბეგში.

განყოფილება: ფინანსური დეპარტამენტი.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** ფიზიკურად დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სასმელისა და საკვების სისტემის კონტროლი სასტუმროს სტანდარტების მიხედვით;
** აკონტროლოს სასმელისა და საკვების მიღება-გაცემის პროცესი, ხარისხი, შენახვის პირობები და ვადები;
** მიიღოს მონაწილეობა საჭირო პროდუქციის შეკვეთაში, მიღებასა და აღრიცხვაში;
** აწარმოოს ყოველდღიური/ყოველკვირეული ფლეშ რაპორტის მოხსენება;
** შეამოწმოს და დაადასტუროს სასმელისა და საკვების ინვოისები;
** მართოს და აკონტროლოს შესყიდვის ფასები;
** აწარმოოს დეპარტამენტებს შორის სასმელების ტრანსფერის აღრიცხვა;
** აწარმოოს სასმელთა ფასის განახლება;
** უზრუნველყოს საწყობის სისუფთავე და არსებული პროდუქციის ორგანიზებული განლაგება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2 მაისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ განიხილება.

მოცემული სამუშაო აღწერილობა შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru