www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის წარმოება;
** სადაზღვევო კაპიტაციური პროექტების მართვა;
** კორპორატიული გაყიდვების წარმოება, გაყიდვების ზრდა;
** კორპორატიული სკრინინგ პროგრამების გაყიდვების წარმოება და მართვა;
** კორპორატიული მომხმარებლებისთვის გაყიდვების მასტიმულირებელი აქციების შემუშავება და მენეჯმენტი;
** ამბულატორიული მიმართულებით არსებული კომერციული პროექტების მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგისა ან სამედიცინო მენეჯმენტის მიმართულებით);
** მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა (სასურველია დაზღვევის, პროექტების მართვისა ან გაყიდვების განხრით);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** ლიტერატურული ქართულით წერა, გამართული ქართულით მეტყველება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** კრეატიული, ინიციატორი
** ინოვაციური აზროვნება;
** დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 აპრილი, 2019.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/korporatiul-klinetebtan-urtiertobis-samsaxuris-ufrosi/190

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru