www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება იურისტებისთვის
მომწოდებელი: ადვოკატი გ. ზარნაძის იურიდ. კომპანია
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

შპს "ადვოკატი გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს სტაჟირებას იურისტებისთვის.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ქუჩა ანგისა, N 15; სადარბაზო 2; სართული 2; ბ N 60
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00-19:00სთ/წთ)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება; სასამართლო წარმომადგენლობა;
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიება;
** საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია.
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამართლის ბაკალავრი ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** იურისტად მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება მინიმუმ 6 თვე (სავალდებულოა);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სავალდებულოა)

სტაჟირების დასრულების შემდეგ კანდიდატს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო ბარათი. სტაჟირების კურსის განმავლობაში კანდიდატები მიიღებენ სრულყოფილ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას, გაიღრმავებენ თეორიულ ცოდნას.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემდგომ კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში იურისტის პოზიციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: kanoncompany511@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru