www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გიდისა და სასტუმროს მენეჯმენტის შემსწავლელი კურსი
მომწოდებელი: ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 2 მაისი

გიდის კურსი

სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ნებისმიერმა მსურველმა.
კურსს გაუძღვება კულტურის პოპულარიზაციის ცენტრის და culture.ge-ს დამფუძნებელი და დირექტორი თამარ კენჭოშვილი.

კურსი მოიცავს:

** გიდის ხელოვნების არსი და მისი მნიშვნელობა ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის
** ექსკურსიის სტრუქტურა, საექსკურსიო მენეჯმენტის არსი და მნიშვნელობა
** გიდის მიერ ექსკურსიის მომზადების ეტაპები, ექსკურსიის ტექნოლოგიური რუკა
** გიდის თხრობის ხერხები და მეტყველების კულტურა
** გიდის მიერ ექსკურსიის მომზადებისა და ჩატარების ტექნოლოგიებში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები
** სალაშქრო აღჭურვილობა და მისი გამოყენების წესები
** ტურისტებთან ურთიერთობა და კომფლიქტური სიტუაციების დარეგულირება
** ჩვენების მეთოდური ხერხები, პირობები და საფეხურები
** გიდის მიერ დროის მენეჯმენტის ცოდნა და გამოყენება
** გიდის ჟესტიკულაცია, მზერითი კონტაქტი, სივრცითი განლაგება და მათი მნიშვნელობა ექსკურსიის მსვლელობის დროს
** ჯგუფის მართვის სპეციფიკა
** გიდი და თანამედროვე ტექნოლოგიები
** ტურისტული პროცესის მონაწილეები და მათი უფლება/მოვალეობები
** ტურის დაგეგმვის და მენეჯმენტის ზოგადი საფუძვლები;
** ტურისტებთან ურთიერთობის ძირითადი ფსიქოლგიური ასპექტები
** საქართველოს ტურისტული რესურსები
** კულტურულ-შემეცნებითი ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
** ღვინის ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
** სალაშქრო-სათავგადასავლო ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტურისტულ მარშრუტებზე
** თემატური ტურების დაგეგმვა, დამუშავება, რეალიზება.
** საავტორო ტურზე მუშაობის პრინციპები
** პირველადი სამედიცინო დახმარება
** პიროვნული ზრდის, წარმატებული კომუნიკაციის და საკუთარი თავის სწორად რეალიზაციის მასტერ კლასი.

პრაქტიკული კურსის პროგრამა: (დამატებით)

გასვლითი ტურები საქართველოს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში: თბილისი, მცხეთა, ანანური, კახეთი, ახალციხე, ყაზბეგი.

კურსის ღირებულება:

მოკლე კურსი - 250 ლარი (12 ლექცია - 1 თვე)
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1,30 სთ.

მსმენელები პრაქტიკას გაივლიან სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებში. წარჩინებული მსმენელები დასაქმდებიან.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/newgen.ge/

მის: ყაზბეგის 26. 1 კორპ. 1 სართ. (დელისის მეტროსთან).
ტელ: 214 90 50; 595 40 47 48; 551 40 42 40
ელ. ფოსტა: newgen.ge@gmail.com

სასტუმროს მენეჯმენტის და მომსახურების ხელოვნების კურსი სტაჟირებითა და დასაქმებით:

გთავაზობთ დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულების-ტურიზმის სფეროს დარგში კადრების მომზადებას კვალიფიციური სპეციალისტის მიერ, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეალურ შანსს, რომ მიიღოთ სრულყოფილი ცოდნა ტურიზმის სფეროში საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და მართვის კუთხით. პროგრამის შესწავლის პროცესშო გეძლევათ საშუალება თვალსაჩინო მასალის ფონზე თავად ჩაერთოთ სასტუმროს თვის დამახასიათებელ ძნელად სამართავ პროცესებში, ეძებოთ პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდური მუშაობის პრინციპით, რაც საშუალებას გაძლევთ სწორად მართოთ თქვენი პროფესიული და წარმატებული კარიერიული წინსვლა.
კურსს უძღვება- ელენე ქურდაძე: მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური პრაქტიკოსი მენეჯერი სასტუმროს მართვისა და ადმინისტრირების ინდუსტრიაში.

კურსი მოიცავს:

** სასტუმროს მენეჯმენტის ზოგადი მიმოხილვა
** ტურიზმი და სასტუმროს სფეროს საქმიანობა
** სასტუმროს მარკეტინგული მართვა
** სასტუმროს ბიზნესის განვითარების ეტაპები
** სასტუმროს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მონიტორინგი და ხარისხის მართვა
** სასტუმროს კლასიფიკაცია
** თანამედროვე სასტუმროების ძირითადი სამსახურები, მათი მოვალეობები და მომსახურების ხარისხის მართვა
** საოჯახო სასტუმროების, მცირე და დიდი ზომის სასტუმროების მართვა
** დაჯავშნის გლობალურ-ელექტრონული სისტემები
** სტუმრების განთავსების გეგმის შედგენა (სტუმრების მომსახურების ზედამხედველობა, მიღება-განთავსება, კვება, უსაფრთხოება)
** სასტუმროს პერსონალის მართვის მეთოდები და სტილი
** სასტუმროს ცალკეული განყოფილებების თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები (შვეიცარი, ბელბოი, კონსიერჟი და სხვა).
** სასტუმროს მენეჯერისა თუ ლიდერის როლის სწორად მორგება კლიენტთან ურთიერთობაში.
** მომსახურების როლის წარმმართველი როლი სასტუმროს ბიზნესის წარმატებაში
** ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მართვა სასტუმრო ინდუსტრიაში
** სასტუმროს ოპერაციული პროცესები და ტექნოლოგიური ციკლი
** პრობლემური სიტუაციების მართვა
** კონკურენცია სასტუმროს ბიზნესში

კურსის ღირებულება:

მოკლე კურსი - 250 ლარი (12 ლექცია - 1 თვე)
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1 სთ.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/newgen.ge/
მის: ყაზბეგის 26. 1 კორპ. 1 სართ. (დელისის მეტროსთან).
ტელ: 214 90 50; 595 40 47 48; 551 40 42 40
ელ. ფოსტა: newgen.ge@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru