www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 2 აპრილი / განცხადების ვადა: 26 აპრილი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას: შესყიდვების ანალიტიკოსი

ვაკანსიის კოდი .............TGM0000331
ადგილმდებარეობა ........თბილისი. სათაო ოფისი
კატეგორია ...................შესყიდვები
დასაქმების ტიპი ........სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი ........სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე ........სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი მონაცემთა ანალიზის მიმართულებით.
** განათლება-ხარისხი: ბაკალავრი.
** ენები: ქართული - ძალიან კარგი, რუსული - კარგი, ინგლისური - კარგი
** ms office მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

სამუშაოს აღწერა:

** საქონლის ბრუნვადობის სისტემატიური ანალიზი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით;
** ბუფერული მარაგების კონტროლი;
** შესყიდვების და ლოგისტიკის პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და მათი ანალიზი;
** საქონლის ABC ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება;
** მომწოდებელთან გადახდის პირობების ანალიზი, არსებული მდგომარეობის შეფასება, ** გადარიცხვების ყოველთვიური გეგმის შედგენა და შემდგომ ყოველდღიური განახლება;
** შესყიდვების და ლოგისტიკის მიმართულებით მიმდინარე ტენდენციების მონიტორინგი;
** არსებული მონაცემების საფუძველზე სხვადასხვა ანგარიშგებების და პრეზენტაციების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** შესყიდვების და ლოგისტიკის დეპარტამენტის პროცესების შესწავლა და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** შესყიდვების და ლოგისტიკის დეპარტამენტის პროცესების ანალიზი მაქსიმალური ავტომატიზაციის მიზნით, ავტომატიზაციის წინადადებების შემუშავება და ტექნიკურ გუნდთან მუშაობა;
** დეპარტამენტის უფროსთან ერთად წლის ბიუჯეტზე მუშაობა;
** მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დასკვნების შემუშავება და მენეჯმენტისთვის გაცნობა.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/331



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru